კაცი, რომელზეც პოლიციას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, ინგლისში, დასავლეთ სასექსში, სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა, რათა კარანტინში ოჯახის წევრებთან ერთად მეტი დრო აღარ გაეტარებინა.

კაცმა, რომლის ვინაობაც საჯაროდ არ დაზუსტებულა, პოლიციას განუცხადა, რომ იმედი აქვს, ციხეში მაინც იპოვის ნანატრ "სიმშვიდესა და სიჩუმეს".

როგორც ჩანს, მისთვის პატიმრობა უფრო სასურველია, ვიდრე კარანტინში სხვებთან კვლავ ერთად დარჩენა.

ამის შესახებ ინფორმაცია სასექსის პოლიციის განყოფილების გამომძიებელმა, დარენ ტეილორმა ტვიტერის პირად ანგარიშზე გაავრცელა.

ამდენხნიანი მკაცრი იზოლაციის შემდეგ, ალბათ, ბევრი ჩვენგანი კარგად გაუგებს ამ კაცს...

ხუმრობასთან ერთად კი უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა საყოველთაო ცვლილებებმა არაერთი კვლევის ინფორმაციით, ადამიანების მენტალური ჯანმრთელობა გააუარესა და გაიზარდა სტრესის, დეპრესიისა და შფოთვის ზოგადი დონე მოსახლეობაში.