ვითიბი ბანკი საკუთარ მომხმარებელს ვიდეობანკით გახსნილ ვადიან და ზრდად ანაბარზე ლარში დამატებით 0,5%-ით, ხოლო აშშ დოლარსა და ევროში 0,2%-ით მეტ სარგებელს სთავაზობს. აქცია 31 მარტამდე მოქმედებს და მასში მონაწილეობა ვითიბის ნებიმიერ მომხმარებელს შეუძლია.

ანაბრის გახსნა შესაძლებელია ლარში, დოლარსა და ევროში. ვადიან ანაბარზე მაქსიმალური ნომინალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 10,5%-ს (ეფექტური 10%), ზრდად ანაბარზე კი 10,3%-ს (ეფექტური 9,82%). ვადა 6-დან 24 თვემდეა.

ანაბარზე მეტი სარგებლის მისაღებად, საკმარისია ვიდეობანკით დაუკავშირდეთ ოპერატორს როგორც iPhone-ისა და Android-ის მობილური აპლიკაციების გამოყენებით, ასევე ვითიბი ბანკის ფილიალებში განთავსებული ვედეობანკის ზონებიდან და კომპიუტერიდან, მისამართზე — videobank.ge.

ვებ გვერდიდან videobank.ge შესაძლებელია ვიდეობანკში დარეკვა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. ამისთვის უნდა აირჩიოთ ღილაკი "დარეკვა". ხოლო აპლიკაციებით სარგებლობისას აუცილებელია ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელითა და პაროლით ავტორიზაციის გავლა.

ვიდეობანკის მომსახურების დროები გახანგრძლივდა — მომსახურების მიღებას უკვე ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე შეძლებთ.