2020 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 20,4 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.

ფოტო: საქსტატი

2020 წლის IV კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50 პროცენტი შეადგინა. გარცა ამისა, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67,3 პროცენტს შეადგენდს.

ფოტო: საქსტატი

უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 5,6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში — 1 პროცენტული პუნქტით.

ფოტო: საქსტატი

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 2,5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 4,7 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2020 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 39,5 პროცენტს, ხოლო კაცებში 62 პროცენტს შეადგენდა.

ფოტო: საქსტატი