მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის დაკვეთით შპს კომპანია ბლექ სი გრუპი ახორციელებს, გახანგრძლივდა, რამაც წყალმომარაგების აღდგენის გადავადება გამოიწვია.

წყალმომარაგება, შპს კომპანია ბლექ სი გრუპის მიერ სამუშაოების დასრულების შემდეგ, დღეს, 19 თებერვლის 19:00 სთ-ზე აღდგება. სამუშაოების მიმდინარეობის დროს წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას I-VII კავრტლებს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს, ნუცუბიძის I-V მიკრორაიონებს და კვარტლებს. ზემო ვეძისის დას. N55, დელისის I, II, III და დელისის ქუჩას, ქავთარაძის, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას), სანდრო ეულის, შავგულიძის, უნივერსიტეტის I შესახვევს, გამრეკელისა და მიმდებარე ქუჩებს. ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილის და ასათიანის ქუჩების ნაწილს.

დიღომი 7-ს, ჩოხელის ქუჩის შესახვევებს და ჩიხებს, ფერაძის ქუჩის შესახვევებს და I ჩიხს, მუხათგვერდის, ციციშვილის, ძნელაძისა და მიმდებარე ქუჩებს.

სოფელ დიღომში: ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, უგრელიძის, სვეტიცხოვლის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, გიორგი ბრწყინვალეს, დიდგორის, ათონელისა და მიმდებარე ქუჩებს. სოფელ ძველ ვეძისს.

გლდანის რაიონში: ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, ავჭალის და მიმდებარე ქუჩებს.

მცხეთის რაიონში: სოფელ ნატახტარს, ქალაქ მცხეთას, სოფელ წიწამურს.