ხშირად გვიჭირს იმის წარმოდგენა, რომ პოლიტიკური კარიერის წამოწყებამდე თუ გაპრეზიდენტებამდე ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. მაგალითად ჰარი ტრუმანი -რკინიგზაში, ხოლო ენდრიუ ჯონსონი მკერავად მუშაობდა.

ნახეთ როგორ გამოიყურებოდნენ აშშ-ს პრეზიდენტები ახალგაზრდობაში, მაშინ როდესაც მათ სულ სხვა მისწრაფებები და ცხოვრების სტილი ჰქონდათ.

დონალდ ტრამპი, 20 წლის

აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი.

ბარაკ ჰუსეინ ობამა, 18 წლის

ფოტო: boredpanda

ბარაკ ობამა, რიგით 44-ე და აშშ-ს ისტორიაში პირველი შავკანიანი პრეზიდენტი იყო, ის ამ თანამდებობას 2009 წლის 20 იანვრიდან 2017 წლის 20 იანვრამდე იკავებდა.

ჯორჯ ჰ. ბუში, 18 წლის

აშშ-ს რიგით 41-ე პრეზიდენტი 1989-1993 წლებში.

რონალდ რეიგანი, 29 წლის

აშშ-ის რიგით მე-40-ე პრეზიდენტი 1981–1989 წლებში, რონალდი ახალგაზრდობაში სპორტითა და სამსახიობო ოსტატობით იყო დაინტერესებული. ის აქტიურად მონაწილეობდა სასკოლო დადგმებში. მუშაობდა სპორტულ დიქტორად და 30-იან წლებში სამსახიობო კარიერაც ჰქონდა, ჯამში მის ანგარიშზე 53 ფილმია.

ჯონ ფიცჯერალდ კენედი, 20 და 21 წლის

აშშ-ს 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედი, აშშ-ს პრეზიდენტი 1961-1963 წლებში.

ბილ კლინტონი, 22 და 26 წლის

ბილ კლინტონი აშშ-ის რიგით 42-ე პრეზიდენტი, ის ამ თანამდებობას 1993-2001 წლებში იკავებდა.

თეოდორ რუზველტი, 20 წლის

ფოტო: boredpanda

თეოდორ რუზველტი აშშ-ს 26-ე პრეზიდენტი იყო.

ჯერალდ ფორდი, 18 და 20 წლის

38-ე პრეზიდენტი 1974–1977 წლებში, რიჩარდ ნიქსონის გადადგომის შემდეგ ჯერარდ ფორდი ერთადერთი პრეზიდენტი იყო რომელიც აღნიშნულ თანამდებობას ისე იკავებდა რომ არჩეული არ ყოფილა.

ფრანკლინ დელანო რუზველტი, 18 წლის

ფრანკლინ რუზველტი დემოკრატიული პარტიის წევრი და აშშ-ს 32-ე პრეზიდენტი იყო, ის ოთხჯერ იქნა არჩეული და ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც ორ ვადაზე მეტჯერ იკავებდა აშშ-ს პრეზიდენტის პოსტს.

ჯორჯ უოლკერ ბუში, 19 წლის

ფოტო: boredpanda

ჯორჯ ბუში, აშშ-ს 43-ე პრეზიდენტი 2001-2009 წლებში იყო, ის 41-ე პრეზიდენტის ჯორჯ ჰ. ბუშის შვილია.