10 საინტერესო ფაქტი, რომელიც ჩირის შესახებ უნდა იცოდე
უგემრიელესი ნუგბარი, რომელიც ხილით სავსე მზიანი დღეების არომატს ინახავს - ჩირი უამრავი ადამიანის საყვარელი დესერტია. გემო ჩირის ერთადერთი ღირსება როდია: გამომშრალი ხილი ცივ სეზონზე ვიტამინების მარაგის შესავსებადაც მნიშვნელოვანია. რადგანაც ჩვენს ხასიათს ნუგბარი, ორგანიზმს კი სასარგებლო ნივთიერებები ახლა ყველაზე მეტად სჭირდება, გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს, რომელიც ჩირის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე:
1. ჩირი სასარგებლო ნივთიერებების მნიშვნელოვანი წყაროა
ჩირი, იგივე წონის ქორფა ხილთან შედარებით, 3,5-ჯერ მეტი რაოდენობის ვიტამინებს, საკვებ ბოჭკოებსა და მინერალებს შეიცავს, ამიტომ სჯობს, შენს რაციონს გამომშრალი ხილი არ მოაკლო.
2. ჩირი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს
თუ ჩირი გიყვარს, წნევა ვეღარ შეგაშინებს! ამისათვის განსაკუთრებით სასარგებლო გარგარის ჩირია.
3. ქლიავის ჩირი კუჭის ერთგული მეგობარია
ქლიავის ჩირი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას. მრავალი მეცნიერის მტკიცებით იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კიბოს პრევენციაშიც. აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმებიან ტეხასის აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შავი ქლიავის ჩირის მიღება სწორი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.
4. ჩირი - უჯრედების მამაცი მცველი
ქლიავის ჩირი უამრავ მიკროელემენტს შეიცავს, განსაკუთრებით კი ფენოლებს, რომელიც ხელს უშლის უჯრედების დაზიანებას.
5. ქართული ჩირის ამოსაცნობად შეფუთვის უკანა მხარე უნდა შეამოწმო
თუ ნუგბარში ქართული ხილის გემოს ეძებ, მხოლოდ ეტიკეტს ნუ ენდობი! აუცილებელია, კარგად დააკვირდე შეფუთვის უკანა მხარეს, სადაც ნუგბარის წარმოშობის რეალური ადგილია მითითებული.
6. ჩირის დამუშავებისას ხშირად ქიმიურ ნივთიერებებს იყენებენ
სპეციალური დამუშავების გარეშე ჩირი მალფუჭებადი პროდუქტია, ამიტომ შესანახად მას სხვადასხვა ქიმიური საშუალებით ამუშავებენ. ხშირად ამისათვის გოგირდის დიოქსიდი გამოიყენება. გოგირდის დიოქსიდი წარმოებისას იმ სივრცეში თავსდება, სადაც ხილს აშრობენ. აორთქლებული დიოქსიდი გარს ეკვრის ხილს და არ აძლევს მას ფერის შეცვლის საშუალებას.
7. იმის გაგება, ქიმიურად დამუშავებულია თუ არა ჩირი, მარტივად შეგიძლია
თუ ქლიავის ჩირს შემთბარ წყალში ცოტა ხნით გააჩერებ და წყლის ზედაპირზე ცხიმის კვალს დაინახავ, ეს იმის ნიშანია, რომ ჩირი გლიცერინით, ან სხვა დაბალი ხარისხის ცხიმითაა დამუშავებული, რათა ახალივით გამოიყურებოდეს.
8. ჩირის შესახებ პირველი ცნობები მესოპოტამიურ ჩანაწერებში გვხვდება
ჩირი სიახლე როდია: პირველ ცნობებს გამომშრალი ხილის შესახებ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-2 ათასწლეულის მესოპოტამიურ ჩანაწერებში ვხვდებით.
9. ჩირი - გემრიელი საუზმის განუყოფელი ნაწილი
თუ დილის მსუბუქი შვრიის ფაფით დაწყება გინდა, ჩირი დაგეხმარება, საუზმე სასარგებლოსთან ერთად, ძალიან გემრიელიც იყოს. დილით შექმნილი კარგი განწყობა კი მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ.
10. ჩირი მოგზაურობისას შენი საუკეთესო მეგობარი იქნება
ჩირი, ჩვეულებრივ ხილთან შედარებით, დიდხანს ინახება, ამიტომ გრძელი და დამღლელი მოგზაურობის დროს წასახემსებლად საუკეთესო არჩევანია. მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები აუცილებლად აგავსებს ენერგიითა და ენთუზიაზმით.
ბავშვობის სოფლიდან გამოგზავნილი ჩირის გემოს აღმოჩენა დღეს მაღაზიებშიც შეგიძლია. ამაში ჩიკორი დაგეხმარება, რომელიც უგემრიელესი ნუგბარის დასამზადებლად ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. ატმის, ქლიავის, საზამთროს, ხურმის ჩირი, ვაშლის ჩიფსი თუ ლეღვის ჩირი შოკოლადში - ჩიკორის პროდუქციაში საყვარელ არომატს ნებისმიერი გემოვნების ადამიანი იპოვის.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედია ორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედია ორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები