ვადამდელი არჩევნები და დიალოგი უნდა განიხილებოდეს პოლიტიკური კრიზისიდან თავის დაღწევის გზად — EPP
ევროპის სახალხო პარტია (EPP) ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ მისთვის აღკვეთის ღონისიძიების სახით პატიმრობის მისჯა აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში.
"სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებით, აირჩია პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება, ნაცვლად იმისა, რომ მოეძებნა გამოსავალი და წასულიყო კომპრომისზე.
საქართველოს შეუძლია იყოს წამყვანი ქვეყანა რეგიონში, მაგრამ, უბრუნდება პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით სამართალსა და ინსტუმენტალიზებულ სასამართლო სისტემას", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ევროპის სახალხო პარტიაში ფიქრობენ, რომ ამ სიტუაციიდან თავის დაღწევის გზად ვადამდელი არჩევნებიც უნდა განიხილებოდეს.
"ვადამდელი არჩევნები და დიალოგის განახლება მთავრობასა და ოპოზიციას შორის უნდა განიხილებოდეს ამ სიტუაციიდან თავის დაღწევის გზად", — ვკითხულობთ განცხადებაში.
18 თებერვალს, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ტოვებს საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტს. ამ გადაწყვეტილების მიზეზად მან ნიკა მელიას საქმის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები დაასახელა.
17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს.
ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლა პროკურატურამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც ენმ-ის ლიდერმა გირაოს მეორედ გადახდაზე უარი თქვა. მელიას უარი ემყარებოდა იმას, რომ ამავე საქმეზე მას ერთხელ უკვე გადახდილი აქვს სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო. საუბარია 20 ივნისის საქმეზე, როცა სასამართლომ მას გირაო და ელექტრონული სამაჯურის ტარება შეუფარდა. მელიამ სამაჯური ერთ-ერთ აქციაზე დემონსტრაციულად მოიხსნა, რის შემდეგაც პროკურატურამ იგივე საქმეზე გირაო ხელახლა მოითხოვა. მელიას უარის შემდეგ, პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების, ანუ პატიმრობის მოთხოვნა დააყენა. ამისთვის მას პარლამენტის ნებართვა სჭირდებოდა, რადგან ბოიკოტის მიუხედავად, მელია კვლავ დეპუტატია. 16 თებერვალს ქართული ოცნების პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი უკვე მეორედ მოუხსნა და პროკურატურამ სასამართლოს იმავე დღეს მიმართა.
ნიკა მელია მთელი ამ დროის განმავლობაში აცხადებდა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერ დაიჭერენ. მისი თქმით, საქმე პოლიტიზებულია. ის ამ წუთებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში იმყოფება, სადაც სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც მივიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემენ.
ნიკა მელიას საქმე
ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით 4-დან 9 წლამდე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის დგება.
პროკურატურა მელიასთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა 2019 წლის 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ სხვა შეზღუდვებიც დაუწესა:
- საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
- დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები