არა ფობიას!: მანანა კობახიძე მკვეთრად ჰომოფობიური და არასეკულარული მიდგომებით გამოირჩევა
პლატფორმა არა ფობიას! წევრი ორგანიზაციები ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად მანანა კობახიძის დასახელებას შემაშფოთებლად მიიჩნევენ. პლატფორმის განცხადებით, კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ელემენტებს შეიცავს. გარდა ამისა, მათი თქმით, კანდიდატი მკვეთრად ჰომოფობიური და არასეკულარული მიდგომებით გამოირჩევა.
"როდესაც ხელისუფლებას საჯაროდ აქვს დეკლარირებული ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მხარდაჭერა, ეროვნულ დონეზე, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის, რომელმაც თანასწორობის უფლებასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში არაერთი პროგრესული გადაწყვეტილება მიიღო, მოსამართლედ მსგავსი კანდიდატურის დასახელება სამართლიანად იწვევს ჩვენს შეშფოთებას," - აღნიშნულია არა ფობიას! განცხადებაში.
პლატფორმის წევრები მიიჩნევენ, რომ მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევა ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი გზავნილი იქნება საზოგადოებისადმი და უარყოფით გავლენას იქონიებს უმცირესობების და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ მდგომარეობაზე.
განცხადებას ხელს აწერენ პლატფორმაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები:
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
- მედიის განვითარების ფონდი;
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი;
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
- თანასწორობის მოძრაობა;
- საფარი;
- საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო;
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები