ღარიბაშვილის 10 ციტატა, რომლითაც პრემიერმინისტრობისას თავი დაგვამახსოვრა
ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც წლების წინ ბიძინა ივანიშვილმა თავის "ღირსეულ მემკვიდრედ" წარგვიდგინა და თქვა, რომ თავს ახსენებს, მართლა მის გზას მისდევს. "მისაბაძი მაგალითის" მსგავსად პოლიტიკაში ორგზის მოსული ღარიბაშვილი ახლა აპირებს პრემიერის პოსტზე მოვიდეს მეორედ.
გახსოვთ როგორ გვეუბნებოდა ივანიშვილი, რომ ღარიბაშვილი ტიპიური კახელი კაცია, თან "კინგბოქსისტი" და ქვეყანას გამოადგებოდა?! და ის გახსოვთ, ამ ქებას ღარიბაშვილი მადლობების კასკადით რომ პასუხობდა და გვპირდებოდა, "ბატონ ბიძინას" იმედებს არ გავუცრუვებო?
თუ არ გახსვოთ, არ იდარდოთ, ჩვენ გაგახსენებთ. გთავაზობთ მოულოდნელად წასული და მოულოდნელადვე მობრუნებული ღარიბაშვილის იმ ციტატებს, პრემიერობის დროს ომახიანად რომ აცხადებდა და ვირუსულად ვრცელდებოდა. რა თქმა უნდა, ასეთი ბევრია, მაგრამ არჩევანი 10-ზე შევაჩერეთ.
1. "ალო, გამარჯობათ, ირაკლი ვარ ღარიბაშვილი"
რთულია იმის დავიწყება, როგორ სტაცა მაშინდელმა პრემიერმა ხელი ტელეფონს და სტიქიით დაზარალებულს მყისიერი დახმარება და წყნეთში გადაყვანა დაპირდა. ვგონებ არც მას დაავიწყდებოდა, როგორ გაისმა ყურმილში: "ალო, გამარჯობათ, ირაკლი ვარ ღარიბაშვილი".
2. "დიდი მადლობა ბატონ ბიძინას"
რამდენჯერ? შესაძლოა, იქამდე სანამ ხელის გულზე ერბო კვერცხის შეწვას არ გაუთანაბრდება მისი მადლიერება.
3. "როგორც ის ბრძენი კაცი, ბატონი ბიძინა ამბობდა..."
როგორც არ უნდა გრძელდებოდეს ეს ფრაზა, ღარიბაშვილის წარსულის გასახსენებლად საკმარისია, არა? თუმცა მაინც გეტყვით, რომ ასე გრძელდება: "პირველი 2 წელი რთული იქნებოდა და მომავალი წელი იქნება ძალიან კარგი".
ნეტავ "ოცნების" მმართველობის მეცხრე წელსაც იმავე აზრზეა?
4. "ჩვენი ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა იყო ე.წ. კოჰაბიტაცია, მე არ მოვერიდები ამის თქმას"
სადაც ენმ-სთვის ანტიეროვნული ძალის და ათასი კრიტიკული, შეურაცხმყოფელი ეპითეტის დაძახება არ მორიდებია, აქ რატომ უნდა შეეკავებინა თავი?! მგონი, ეს ერთადერთია რაშიც ღარიბაშვილი "ბატონ ბიძინას" არ ეთანხმებოდა.
5."თქვენ არ გსმენიათ, რომ მეუღლის ნათესავი არ არის ნათესავი?"
ამ კახური იუმორით სხდომაზე დეპუტატები კი გაახალისა, მაგრამ ნეტავ ნათესავებთან როგორ "გამოისყიდა" დანაშაული? ამბობენ ტენდერებითო. ეს კითხვაც, რომლის პასუხადაც პრემიერმა "იხუმრა", ნეპოტიზმს ეხებოდა.
6. "ყველა ბავშვებს, ყველა ბავშვს პლანშეტი"
პლანშეტების დარიგების და ბავშვების უმიზეზოდ ჩქმეტის "სამთავრობო პროგრამა" გახსოვთ? არც უნდა დაგვიწყებოდათ.
7. "ჩვენი ვალია, ვიცხოვროთ ისე, როგორც მოეწონებოდა ილია ჭავჭავაძეს"
რა გითხრათ?! რით გაგახაროთ?!
8. "ჩვენც ვართ მზად, ასე ვთქვათ შემოვიჭიროთ ქამრები"
ასე თქვა პრემიერმა ეკონომიკურ კრიზისზე საუბრისას. იმედია, ქამრებიც იმედენლარიანი არ იყო, რამდენიც საათები, ცოდოა გასაფუჭებლად.
9. "ბიძინა ივანიშვილთან დარეკვა და რჩევის კითხვა არის ნორმალური, ჯანსაღი, გამჭვირვალე, ღია პროცესი"
ეჰ, იყო დრო ასე ეგონა, მაგრამ ახლა, როცა ბატონმა ბიძინამ თითის ქნევით დაიბარა აღარ დამირეკოთო, რა ეშველება? ან ჩვენ რა გვეშველება? დრო გვაჩვენებს.
10. "რაც მთავარია, ეს ომი ქართველმა მოიგო და ამიტომ არის უფრო განსაკუთრებული"
დიახ. ეს ფრაზა ნამდვილად მეორე მსოფლიო ომზე თქვა. წერტილი.
ბონუსი: "თანამდებობები არის დროებითი ჩემო ძვირფასებო, მარადიული არის უფალი და სამშობლო"
თქვა და გულში წაიღიღინა — "მშვიდობით არა, ნახვამდის?!"
სწორედ ამ სიტვებით დაგვემშვიდობა ყოფილი პრემიერი, ახლა კი არამარადიულ თანამდებობაზე მეორედ დაბრუნებას გეგმავს.
ავტორის შენიშვნა: სტატიაში ბიძინა ივანიშვილზე ციტატების სიმრავლეზე "პასუხისმგებლობა ეკისრება" ირაკლი ღარიბაშვილს.
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
-
-
-
-
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
-
გადახედვაემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა ემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა
კომენტარები