ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში მოლაპარაკებების გზა არის ერთადერთი გზა.

"კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, დღეს, როცა ხელისუფლება პრაქტიკულად ჩამოშლილია, ნებისმიერი მცდელობა, რომ გამოსავალი მოიძებნოს იმის ხარჯზე, რომ ერთპარტიული პარლამენტი დააკომპლექტებს არის წინასწარი განწირული", — ამობს ის.

მისივე თქმით, აუცილებელია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, პოლიტიკური დევნის და პოლიტიკურად მტივრებული საქმეების ერთხელ და სამუდამოდ შეჩერება, საარჩევნო სისტემის ცვლილება.

"ეს არის ქართული საზოგადოების, ქართული ოპოზიციური სპექტრის და ნიკა მელიას გამარჯვება. ჩვენ ყველამ ერთად ვაჩვენეთ, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ დევნას, შერჩევით სამართალს და იმ ზიზღს, რომლის დათესვასაც ქართული ოცნენა მუდმივად ცდილობს, არა აქვს მომავალი. თუმცა დღეს მთავარი გახლავთ არა ნიშნის მოგება, არამედ ის, თუ როგორ შევძლოთ ყველამ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და იგი დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების გზას. ამისთვის არსებობს ერთადერთი შესაძლებლობა, ეს არის შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მოლაპარაკებების გზით და მინდა დავადასტურო მზადყოფნა დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას, დავუბრუნდეთ იმ საკითხების განხილვას, რომელიც აუცილებელია ამ ქვეყანაში სიმშვიდის და ნორმალური მომავლისთვის, ეს გახლავთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, პოლიტიკური დევნის და პოლიტიკურად მტივრებული საქმეების ერთხელ და სამუდამოდ შეჩერება, საარჩევნო სისტემის ცვლილება", — განაცხადა ბაქრაძემ.

მთელი ღამის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებოდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემენ. დღეს დილიდან პოლიცია ენმ-ის ოფისთან მივიდა, თუმცა აქტივისტებმა შენობაში არ შეუშვეს. ამის შემდეგ შსს-მ გავრცელა განცხადება და პოლიტიკოსებსა და მხარდამჭერებს მოუწოდა, პოლიციას ხელი არ შეუშალონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.