"ბნელი დღე დადგა თბილისში", — ასე ეხმაურება ყოფილი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას.

"საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შესახებ ეჭვები აქამდეც ადრეც გამოთქმულა სხვადასხვა საკითხზე. ოპოზიციის ლიდერის დაკავება ძალიან მძიმე მოვლენაა", — წერს ის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს.