ავტობანზე ავარიის შედეგად 15-მდე მანქანა დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა, დანარჩენები კი არიდების მცდელობისას დაზიანდა. მგზავრებმა მიიღეს მსუბუქი დაზიანებები.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ვტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.