რატომაა კიბო უკურნებელი დაავადება?
მედიცინის დამსახურებით გულის დაავადებებითა და ინსულტებით გამოწვეული სიკვდილიანობა საგრძნობლად შემცირდა, რასაც ვერ ვიტყვით კიბოზე. მიუხედავად 40-წლიანი ომისა, კიბოთი მხოლოდ ამერიკაში 1,7 მილიონი ადამიანი ავადდება და მათგან 600 000 კვდება. რატომ ვერ განვკურნეთ კიბო?
მთავარი მიზეზი, რის გამოც კიბო ასეთი რთულად მოსაგვარებელი პრობლემაა, არის ის, რომ ჯერ კიდევ ცუდად გვაქვს შესწავლილი მისი ძირითადი მოლეკულური მექანიზმები. კიბოსთან ბრძოლის პირველი წამალი, ქიმიოთერაპია დასაბამს მეორე მსოფლიო ომიდან იღებს. სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს, რომლებსაც აზოტოვან იპრიტთან ჰქონდათ შეხება (ქიმიურად იპრიტოვან გაზს ჰგავს), საგრძნობლად შეუმცირდათ სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა. მეცნიერებმა გამოიკვლიეს, შეიძლებოდა თუ არა ეს ნივთიერებები გამოეყენებინათ სწრაფად გაყოფადი უჯრედების ზრდის შეჩერებისათვის, როგორებიცაა კიბოს უჯრედები. ასე დაიწყო სხვადასხვა ქიმიური კომპონენტების შემოწმების ხანა. ახალი წამლებიც აღმოაჩინეს, რომლებიც კიბოზე მოქმედებდა, მაგრა ამ ტიპის მეცნიერება კონკრეტულად არ სცემდა პასუხს კითხვებზე: რა იწვევს კიბოს? ან ასეთი მკურნალობა რატომ მუშაობდა მხოლოდ დროებით?
მას შემდეგ დიდი პროგრესი განვიცადეთ. უჯრედის ბიოლოგიისა და გენეტიკის უფრო ღრმა გაგების წყალობით, დღეს უკვე არსებობს მიზნობრივი თერაპიების მზარდი რიცხვი, რომელთაც კიბოს უჯრედების სპეციფიკური ნიშნების ამოცნობა შეუძლიათ. ქირურგიული ჩარევითა და რადიოთერაპიით, ქიმიოთერაპიასთან ერთად სიკვდილიანობა ნელ-ნელა მცირდება. ბავშვებში გავრცელებული კიბო და მკერდის კიბო დღეს ბევრად უფრო განკურნებადია, ვიდრე ადრე იყო.
მომავალში კიდევ ბევრი სამუშაო და კვლევაა ჩასატარებელი: ყველაზე დამაიმედებელი წამლების უმეტესობა კიბოს უჯრედების ქცევის შესწავლით მივიღეთ. დღეს კიბოს რომელიმე ორგანოს დაავადებად აღარ აღიქვამენ. ის მოლეკულური მექანიზმების ნაკრებია, რომელთაც სპეციფიკური გენების მუტაცია იწვევს. ასეთი მიდგომა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მაგალითად, კოლორექტალური კიბოს მკურნალობისას მიღწეული წარმატება შეიძლება მკერდის კიბოს დამარცხებაში დაგვეხმაროს. კიდევ არსებობს იმედის მომცემი იმუნოთერაპია, რომელიც ორგანიზმის იმუნიტეტს კიბოსთან საბრძოლველად რაზმავს.
მსოფლიომ კვლავ ვერ განკურნა დღეს არსებული კიბოს მრავალი სახეობა, მაგრამ მეცნიერები ხუთი ან ათი წლის შემდეგ დიდ პროგრესს წინასწარმეტყველებენ.
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
კომენტარები