აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა ახალი ვიდეო ჩაწერა, სადაც ის აქცენტს ქალთა უფლებებზე აკეთებს და ამბობს, რომ მომავალი ქალების არის.

"ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქალები განვითარებისა და ხმის ამოღებისთვის. ჩვენ გვჭირდებით თქვენ გამბედაობისა და სითამამისთვის. გთხოვთ, იყავით მაგალითი ყველა ქალისთვის და გოგონასთვის, ვინც წუხს მომავალზე და ჩვენს უფლებებზე, ჩვენი შესაძლებლობები და ღირებულებები მტკიცეა. გახსოვდეთ, თქვენ ხართ გმირები და თქვენ ქმნით ისტორიას. როგორც უკვე ვთქვი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვიტყვი: არასდროს დააყენოთ ეჭვქვეშ თქვენი ძალა, ღირსეული შანსები და შესაძლებლობები", - ამბობს ჰილარი კლინტონი.