ევროპელი სოციალისტების დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის პარლამენტში გამოსვლა "შთამბეჭდავი" იყო. მინისტრის ამ სიტყვებით შესაფასებლად ის ქართული ოცნების დეპუტატს, გივი მიქანაძეს "დაესესხა".

ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, ცქიტიშვილი ყველა დასმულ კითხვას დამაჯერებლად და სამინისტროს სასარგებლოდ უპასუხებს, რასაც ის მისასალმებლად აფასებს.

"გამოვიდა ქალბატონი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი. სიმპატიური მინისტრი, აუღელვებელი, დინჯი, გაწონასწორებული და ჩვეული ღიმილით მოგვიყვა ის, რაც მან კარგად გააკეთა. დავესესხები გივი მიქანაძეს და და ვიტყვი: მართლაც რომ შთამბეჭდავი იყო! მე დარწმუნებული ვარ, რომ ის კითხვები, რაც აქ დაისვა, ყველა კითხვას ქალბატონი მაია უპასუხებს დამაჯერებლად და თავის სასარგებლოდ, რომ გამოაჩინოს თავისი სამინისტრო და თავისი გუნდი, მისასალმებელია.

დღეს "მინისტრის საათის" ფარგლებში პარლამენტი მაია ცქიტიშვილის მოხსენებას უსმენდა, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.