ზამთრის მიწურულს, თბილისში პირველი თოვლი მოვიდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 17 თებერვალს, დღის განმავლობაში თბილისში თოვა გაგრძელდება, ტემპერატურა კი 0° იქნება. თოვლი იქნება ღამითაც, ხვალ კი დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის და ტემპერატურა +3º იქნება.

რაც შეეხება სხვა ქალაქებს, Meteo.gov.ge-ის მიხედვით, დღეს თოვაა მოსალოდნელი საქართველოს, ფაქტობრივად, ყველა ქალაქში. ყველაზე მაღალი ტემპერატურა +5º იქნება, ანაკლიაში, ყველაზე ნაკლები კი -2º — ბაკურიანში, სტეფანწმინდასა და ბახმაროში.

ფოტო: Meteo.gov.ge