წინდები ის თითქმის ერთადერთი ნივთია რომელიც ყვეეეელას უყვარს! სერიალებს კი ნამდვილად მთელი მსოფლიო ვუყურებთ. ამიტომ, გამოდის, მორიგ ამბავს გულგრილად ვერავინ შეხედავს: Nair • ნაირისა და ფეისბუქ ჯგუფის ერთი სერიაც და-ს კოლაბორაციით ყველაზე ბინჯვოჩერული და ფერადი წინდები შეიქმნა.

წინდებზე სერიალების საყურებლად მოკალათებული ორი საყვარელი ფისოა გამოსახული წარწერით "ერთი სერიაც და..." და ბეეეევრი პოპკორნით.

თუ ამ ფისოების მსგავსად დაძინებამდე მხოლოდ ერთი სერიის ყურების პირობა ბევრჯერ მიგიცია თავისთვის და დაგთენებია კიდეც, ეს წინდები ზუუუსტად შენთვისაა.

წინდების შეძენა უკვე შესაძლებელია Nair • ნაირის ვებგვერდზე.

Nair • ნაირი მეგობრების მიერ წამოწყებული სტარტაპია, რომელიც თავიდან მეტწილად სატელევიზიო შოუებითა და ფილმებით შთაგონებულ თასმებს ქმნიდა, ახლა კი ნაირ-ნაირ წინდებს, მაისურებსა და ჰუდებსაც გვთავაზობს, რომელთა შორის შენი საყვარელი რომელიმე სერიალით, ფილმით თუ მუსიკალური ჯგუფით შთაგონებულ ნივთსაც აუცილებლად აღმოაჩენ.

წინდებით აღჭურვის შემდეგ კი საყვარელ სერიალებს, გრეის ანატომიის გამო გათენებულ ღამეებსა და Wandavision-ის გენიალურობას აქ განვიხილავთ - ერთი სერიაც და...