ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა, Jaguar Land Rover Limited-მა განაცხადა, რომ საწვავაზე მომუშავე მანქანებიდან, ბოლომდე ელექტრომობილების წარმოებაზე გადადის. ეს ყველაფერი კი, სულ რაღაც 4 წელიწადში.

გარდა ამისა, კომპანია 2024 წლიდან Land Rover-ის ახალ მოდელსაც გამოუშვებს, რომელიც ასევე ბოლომდე ელექტრონული იქნება.

აღსანიშნავია, რომ კომპანია აქამდე კლასიკური სტილის მანქანებს აწარმოებდა. ეს შეიძლება მთელი ინდუსტრიისთვის კარგი მაგალითი იყოს.

Jaguar Land Rover არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლას გეგმავს. ჯო ბაიდენის ბრძანებით, ფედერალური მთავრობის ყველა ავტომობილი, 2035 წლისთვის, ელექტრონული უნდა იყოს.

თუმცა, თუ ყველაფერი კომპანიის გეგმის მიხედვით წარიმართება, Jaguar უკვე 2025 წლისთვის ბოლომდე ელექტრომობილების მწარმოებელი იქნება.

პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ Jaguar-ის და Land Rover-ის მანქანები, შეიძლება მხოლოდ ელექტროენერგიით არ იკვებებოდეს. კომპანია ჰიდროენერგეტიკულ ტექნოლოგიებსაც აქტიურად შეისწავლის.