კახაძე განმარტავს, რატომ მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის
პარლამენტის წევრი, ლადო კახაძე განმარტავს, რატომ იზრდება ჯარიმა პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევაზე. მისი თქმით, არსებული სანქციის მიუხედავად, ათობით ათასი ადამიანი ამ წესს არღვევს.
"ბოლო სამი თვის განმავლობაში, 14 თებერვლის ჩათვლით, აი, ამ წესების [პირბადის ტარება] შეუსრულებლობის გამო 87 780 ადამიანი დაჯარიმდა, 100 000-მდე, დაახლოებით. ე.ი. ის ადამიანები, რომელსაც ეხვეწები მუხლზე ჩოქვით; კანონს დაუწერ; ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას განუსაზღვრავ; თან ეტყვი, რომ ეს ეკონომიკურად შენს ჯიბეს მოხვდება, ანუ, შენ დაზარალდები, ეკონომიკურ გაჭირვებაში შეხვალ, კიდევ უფრო დაიმძიმებ მდგომარეობას, მაინც არ დაიჯერეს. ბევრი არის, რომელიც ამას დღესაც არ იჯერებს", — განაცხადა ლადო კახაძემ კომიტეტის სხდომაზე.
მისი თქმით, პირბადის ტარების წესს მიზანმიმართულად არღვევენ, მათ შორის, პოლიტიკოსებიც.
"პოლიტიკურ ველზე გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ — სრულებით არ მაინტერესებს თქვენ მიერ შექმნილი საკანონმდებლო სივრცე და მე მაქვს უფლება, რომ პირბადე არ ვატარო, ამითი კანონსაც დავარღვევ და ამ კანონის დარღვევა მე უნდა მეპატიოს. რაღაცა ინდულგენციებიც შეიძლება მოიყვანონ, რომ ჩვენ ვერ ვიმოქმედოთ ამ ადამიანების არასწორი ქმედების აღსაკვეთად.
არ გამოვა ასე. ამას სჭირდება, აუცილებლად, რაღაც დოზით გამკაცრება, გინდა ნათქვამი სიტყვით, გინდ ქაღალდზე დატანილით და გინდა საკანონმდებლო სივრცეში იმ ბაზის შექმნით, რომ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს გავუჩინოთ კიდევ ერთი ბერკეტი [რომ აღკვეთო სამართალდარღვევა]", — აცხადებს კახაძე.
დღეს, 16 თებერვალს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც როგორც ღია, ისე დახურულ საჯარო სივრცეში, ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადის ტარების წესის განმეორებითი დარღვევა დაჯარიმდება 50 ლარით. კანონპროექტის ავტორები არიან კომიტეტის წევრები — ლადო კახაძე, რამინა ბერაძე და ზაზა ლომინაძე, ასევე, კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე.
2020 წლის 12 ივნისიდან დღემდე პირბადის ტარების წესის დაღვევა რეგულირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები