ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე თქვა, რომ მისი ფეხით მივა პარლამენტში და ელისაშვილს იქიდან გამოიყვანს.

"ალეკო ელისაშვილს ახლა, ჩემი ფეხით არ მომიყვანო, ალეკო, მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან პარლამენტიდან. აგიღებ და გამოგიტან გარეთ ახლა მართლა არ მომიყვანო, რა შენი ხელფასიდან გადამიხდი?", — განაცხადა მელიამ.

პარტია მოქალაქეების ლიდერმა და უკვე პარლამენტის წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა, ნიკა მელიას გირაოსთვის თავისი, დეპუტატის ხელფასი გადარიცხოს. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა. ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ჯერ ხელფასი არ ჩარიცხვია და არ იცის, რამდენია, მაგრამ მზადაა, გირაოსთვის გადარიცხოს.