მსოფლიოს პირველი მფრინავი მანქანა, რომელიც 161 კმ საათში სიჩქარით მოძრაობს და ზღვის დონიდან 3048 მეტრის სიმაღლემდე შეუძლია ფრენა, 2022 წელს გახდება ხელმისაწვდომი.

  • კომპანიამ მიიღო სპეციალური მსუბუქი სპორტული საჰაერო ხომალდის სერტიფიკატი ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციისგან;
  • ხომალდს აქვს 8 მეტრი სიგრძის დასაკეცი ფრთები, რომელთა დაკეცვის შემდეგ იგი თავისუფლად ეტევა სტანდარტულ ფარეხში;
  • პილოტებს ახლა შეუძლიათ შეიძინონ მხოლოდ საფრენი მოდელები, რომლებიც ბენზინზე, ან თვითმფრინავის საწვავზე მუშაობენ;
  • ორადგილიანი ჰიბრიდის გამოშვება 2022 წლისთვის იგეგმება;
  • მის მფლობელს მოეთხოვება როგორც მართვის მოწმობა, ასევე სპორტული პილოტის სერტიფიკატი.

სამყარო, სადაც ადამიანები მფრინავი მანქანებით გადაადგილდებიან, კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა რეალობას მას შემდეგ, რაც ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციამ საბოლოოდ დაამტკიცა ჰიბრიდული სახმელეთო-საჰაერო ავტომობილი, რომელსაც საათში 161 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.

ხომალდმა, რომელსაც Terrafugia Transition ეწოდება, ადმინისტრაციისგან სპეციალური მსუბუქი სპორტული საჰაერო ხომალდის სერტიფიკატი მიიღო, რაც "მწვანე შუქს" ნიშნავს აფრენისთვის.

Terrafugia Transition-ის საფრენი ვერსია ახლა მხოლოდ პოლოტებისთვის და საფრენი სკოლებისთვისაა ხელმისაწვდომი, თუმცა, იმისთვის, რომ საფრენი აპარატის ქუჩაში მოძრაობის "ლეგალურობა" დადასტურდეს, ალბათ კიდევ ერთი წელი გახდება საჭირო — ხომალდმა საგზაო უსაფრთხოების წესები უნდა დააკმაყოფილოს.

მფრინავი მანქანის საფრენიდან სახმელეთო რეჟიმზე გადასვლისთვის ერთი წუთიც კი საკმარისია. დაშვებისთვის პილოტები გზატკეცილზე განთავსებულ პატარა აეროპორტებს მიმართავენ.

კომპანია Terrafugia იმედოვნებს, რომ 2022 წლისთვის დასრულებული იქნება ყველანაირი ბიუროკრატიული პროცესი. ხომალდის პილოტს კი სამართავად მოეთხოვება როგორც მართვის მოწმობა, ასევე, სპორტული პოლოტის სერტიფიკატი.

Terrafugia-ს გენერალური მენეჯერის, კევინ კოლბარნის განცხადებით, "ეს მნიშვნელოვანი მიღწევა გარკვეულ იმპულსს წარმოადგენს კომპანიისთვის, რათა შევძლოთ ჩვენი მისიის განხორციელება — მივაწოდოთ მომხმარებელს მსოფლიოში პირველი პრაქტიკული მფრინავი მანქანა".

Transition-ის ფრენის მაქსიმალური სიჩქარე 161 კმ/სთ-ია, დიაპაზონი — 645 კილომეტრი. მას ზღვის დონიდან 3048 მეტრის სიმაღლემდე შეუძლია ფრენა.

მფრინავის ძრავა მუშაობს როგორც თვითმფრინავის საწვავზე, ასევე პრემიუმ ბენზინზე, სახმელეთო ძრავი კი ჰიბრიდულ ელექტროძრავზე.

სტანდარტული მახასიათებლები მოიცავს ოთხ ბორბლიან ჰიდრავლიკური დისკის მუხრუჭებს, ნახშირბადის ბოჭკოვან უსაფრთხოების კაბინას და პარაშუტს.

ავტომობილი იწონის დაახლოებით 590 კილოგრამს, მასზე დამაგრებულია დასაშვები მექანიზმი და 8 მეტრი სიგრძის ფრთები. ფრთების დაკეცვის შემდეგ მანქანა თავისუფლად თავსდება სტანდარტული ზომის ფარეხში.

Terrafugia საფრენი მანქანის რამდენიმე მოდელის განვითარებაზე მუშაობს, მათ შორისაა TF-X — ოთხადგილიანი ჰიბრიდული ელექტრო ხომალდი, რომელსაც ვერტიკალურად აფრენისა და დაშვების უნარი აქვს.

TF-X იქნება ნახევრად ავტონომიურად მართვადი მანქანა, რომლის გაკონტროლება შესაძლებელი იქნება კოპიუტერით — ხომალდის მართვის ნაცვლად, მგზავრები შეძლებენ უბრალოდ მიუთითონ თავიანთი დანიშნულების ადგილი. საფრენი ხომალდი ასევე შეძლებს საჰერო საცობის, ცუდი ამინდისა და აკრძალული საჰაერო სივრცის ავტომატურად თავიდან არიდებას.