2018 წლის მარტში ეკრანზე სათავგადასავლო ფილმი Tomb Raider გამოდის, სადაც მთავარ როლს ოსკაროსანი შვედი მსახიობი ალისია ვიკანდერი ასრულებს, რომელიც მაყურებელს ფილმიდან დანიელი გოგონა ახსოვს.

ამჯერად მსახიობს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება იმ ფილმში მოუწევს, რომელიც დღემდე ანჯელინა ჯოლის სახელთან ასოცირდება.

ანჯელინა ჯოლი ლარა კროფტის როლში

ანჯელინა ჯოლი ლარა კროფტის როლში

ფოტო: Tomb Rider

ფოტოები გადასაღები მოედნიდან:

ფოტო: noble and draper

ფოტო: noble and draper

ალისია ვიკანდერი ამ როლზე პირველი არჩევანი არ ყოფილა, პროდისუერები ბევრ ვერსიას განიხილავდნენ, მათ შორის იყვნენ: ჯენიფერ ლოურენსი, ეშლი გრინი, ემილია კლარკი, ენ ჰეთეუეი, ემილი ბლანტი, მეგან ფოქსი, კარა დელევინი, ოლივია უაილდი, ნინა დობრევი და ემა უოტსონი. თუმცა როლი საბოლოოდ ალისია ვიკანდერს ერგო.

ვნახოთ შეძლებს თუ არა ის ლარა კროფტის როლის შესრულებას ისე, რომ მაყურებელს ანჯელინა ჯოლი დაავიწყოს.