NBA-ის ვარსკვლავი მაიკლ ჯორდანი კლინიკას აშენებს მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის დაზღვევა არ აქვს. ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა ჩრდილოეთ კაროლინაში კლინიკის მშენებლობისთვის 10 მილიონი დოლარი გამოყო.

კლინიკის გახსნა ჯორდანის მშობლიურ ქალაქში 2022 წელს იგეგმება და დაუზღვეველ მოქალაქეებს მოემსახურება.

"ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხარისხიანი სერვისები, იმის მიუხედავად, სად ცხოვრობენ ან აქვთ თუ არა დაზღვევა. ქალაქი ვილმინგტონი ჩემს გულში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და მინდა, რომ იმ საზოგადოების მიმართ ჩემი მადლიერება გამოვხატო, ვინც მთელი ცხოვრება მხარს მიჭერდა", — განაცხადა კალათბურთელმა.

2017 წელს ჯორდანმა $7 მილიონი გამოყო ქალაქ შარლოტში ორი კლინიკის ასაშენებლად. მან ეს შემოწირულობაც იმ ადამიანების დასახმარებლად გაიღო, ვისაც სამედიცინო სერვისებზე ხელი არ მიუწვდებოდათ.

კლინიკებიდან ერთი 2019 წელს გაიხსნა და კორონავირუსის დროს, 13 000 უფასო ტესტირება უზრუნველყო. ჯამში ამ კლინიკებმა 4 500-ზე მეტ პაციენტს უმკურნალეს და COVID-19-ის თითქმის 1 000 ვაქცინა მოიძიეს.