დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

16 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 496, ხოლო გარდაიცვალა — 14 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 549 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 14 802, PCR-ით — 5 747.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3,6%, ბოლო 7 დღის 2,4%, ბოლო 14 დღის კი 2,9%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 266 462-ს, გამოჯანმრთელდა — 259 228, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 3 377 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 740 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 328 შემთხვევა;
  • აჭარა — 32;
  • იმერეთი — 138;
  • ქვემო ქართლი — 25;
  • შიდა ქართლი — 69;
  • გურია — 55;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 41;
  • კახეთი — 33;
  • მცხეთა-მთიანეთი — 9;
  • სამცხე-ჯავახეთი — 7;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 831, საიდანაც 1 848 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 395, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 ადამიანი.

230 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 1 753 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამასთან, საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 242 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 11 020.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: