კომპანიებისთვის დასაქმებულთა სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა სავალდებულო ხდება
კომპანიებს დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაო საათების აღრიცხვა მოუწევთ. დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. 12 თებერვლით დათარიღებულ ბრძანებას ხელს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აწერს.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ახალი ვალდებულებები საქართველოში მოქმედი ყველა დამსაქმებლისთვის ძალაში მიმდინარე წლის პირველი მარტიდან შედის. მინისტრის ბრძანებითვე განისაზღვრა ტაბელის ცხრილი, სადაც დასაქმებულების მიერ შესრულებული სამუშაო საათები და მათი გაცდენები უნდა აღირიცხოს.
ანგარიშფაქტურა დამსაქმებლებმა ყოველთვიურად უნდა შეავსონ და სიების არქივი ერთი წლის ვადით უნდა შეინახონ. მათ, ასევე, ვალდებულება ექნებათ, ნამუშევარი დრო და ნამუშევარი საათების აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი დასაქმებულს გააცნონ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია.
თავის მხრივ, დასაქმებული უფლებამოსილია კომპანიისგან მის მიერ ნამუშევარი საათების აღრიცხვის დოკუმენტების გაცნობა მოითხოვოს.
მონაცემები, რომლებიც დამსაქმებელმა ცხრილში უნდა შეიყვანოს სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის შევსებისას:
- "ა" გრაფაში ორგანიზაციის დასახელება — ორგანიზაციის/დაწესებულების სრული დასახელება;
- "ბ" გრაფაში სტრუქტურული ერთეული — ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულის/ დანაყოფის/ქვედანაყოფის, როგორიცაა დეპარტამენტი, სამსახური, სამმართველო და ა.შ. სრული დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- "გ" გრაფაში შედგენის თარიღი — პასუხისმგებელი პირის მიერ სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის შედგენის თარიღი;
- "დ" გრაფაში საანგარიშო პერიოდი (-დან, -მდე) — საანგარიშო პერიოდის დაწყებისა და დასრულების თარიღები;
- "ე" გრაფაში საიდენტიფიკაციო კოდი — საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული უნიკალური და მუდმივი საიდენტიფიკაციო ნომერი;
- "ვ" გრაფაში 1 — რიგითი ნომერი;
- "ზ" გრაფაში 2 — დასაქმებულის გვარი, სახელი, თანამდებობა (სპეციალობა, პროფესია);
- "თ" გრაფაში 3 — პირადი ნომერი ან ტაბელის ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- "ი" გრაფებში 4 და 6 — საანგარიშო პერიოდში/თვის განმავლობაში აღნიშვნები სამუშაოზე გამოცხადების/არგამოცხადების შესახებ თარიღების მიხედვით შესაბამისად თვის პირველ და მეორე ნახევარში;
- "კ" გრაფებში 5 და 7 — შესაბამისი თვის პირველ და მეორე ნახევარში ნამუშევარი საათების ჯამი;
- "ლ" გრაფაში 8 — თვის განმავლობაში ნამუშევარ დღეთა ჯამური რაოდენობა;
- "მ" გრაფაში 9 — თვის განმავლობაში ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;
- "ნ" გრაფაში 10 — თვის განმავლობაში ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;
- "ო" გრაფაში 11 — თვის განმავლობაში ღამით (22:00-დან 06:00 საათამდე პერიოდი) ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;
- "პ" გრაფაში 12 — თვის განმავლობაში დასვენების, უქმე დღეებში ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;
- "ჟ" გრაფაში 13 — თვის განმავლობაში სხვა 10-12 გრაფებისგან განსხვავებული, მათ შორის დისტანციურად ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;
- "რ" გრაფაში 14 — თვის განმავლობაში დროებითი შრომისუუნარობის პერიოდის დღეთა ჯამური რაოდენობა, მათ შორის ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების (საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის) პერიოდი;
- "ს" გრაფაში 15 — თვის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის დღეთა ჯამური რაოდენობა, მათ შორის, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდი;
- "ტ" გრაფაში 16 — ანაზღაურების გარეშე შვებულებაში ყოფნის დღეთა ჯამური რაოდენობა, მათ შორის, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურების გარეშე შვებულების პერიოდი;
- "უ" გრაფაში 17 — თვის განმავლობაში სხვა 14-16 გრაფებისგან განსხვავებული გაცდენილი დღეების/საათების ჯამური რაოდენობა;
- "ფ" გრაფაში 18 — თვის განმავლობაში დასვენების, უქმე დღეების ჯამური რაოდენობა;
- "ქ" გრაფაში პასუხისმგებელი პირი — დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოებაზე/შევსებაზე პასუხისმგებელი პირის თანამდებობა და ხელმოწერა;
- "ღ" გრაფაში ორგანიზაციის/სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი — ორგანიზაციის/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა, ხელმოწერა და თარიღი.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები