ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, Covid-19-ის პანდემიის შედეგად გამოწვეული შეზღუდვების შემსუბუქების გზაზე შემდეგი ნაბიჯი არის პაუზა. მინისტრის თქმით, ეპიდსიტუაცია თუ არ გაუარესდება, შეზღუდვების დამატებით შემსუბუქებაზე პირველი მარტიდან იმსჯელებენ.

"ჩვენ თუკი გვინდა მარტში შევძლოთ დამატებითი ნაბიჯები გადავდგათ, ყველამ უნდა დავიცვათ რეგულაციები. შემდეგი ნაბიჯი არის პაუზა. წინა 3 კვირის განმავლობაში, თითო კვირაში თითო ან ორი დიდი აქტივობა გავხსენით. ახლა ჩვენ, დაახლოებით, 1-2 კვირა უნდა დავაკვირდეთ. პირველი მარტიდან თუ არაფერი გაუარესდა, უკვე შეიძლება გახსნებზე ვისაუბროთ", — განაცხადა თურნავამ პალიტრანიუსთან.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი დღეს, 15 თებერვლიდან შემსუბუქდა. კერძოდ:

შეზღუდვების ნაწილი 8 თებერვლასაც მოიხსნა. მათ შორის, საქართველოს მასშტაბით ამოქმედდა მუნიციპალური ტრანსპორტი და სრულად გაიხსნა ბაზრობები.

შეზღუდვები ისევ მხოლოდ სამუშაო დღეებში იხსნება და შაბათ-კვირას ძალაში რჩება. არ მოხსნილა კომენდანტის საათი და ისევ შეზღუდულია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.