თუ ყოველდღიურად ჩოხის ტარება არსდროს გიცდიათ, დროა სცადოთ. 25 წლის ბრიტანელი ბიჭი, ზაკ ლეოდ პინსენტი დისნეის პრინცივით იცვამს. მას თანამედროვე ტანსაცმელი არ აკმაყოფილებს, ამიტომ ყოველთვის ისტორიული კოსტიუმებით დადის.

მისი თქმით, ისტორიული ტანსაცმლის ტარებამ მეტი თავდაჯერება შესძინა და არ ადარდებს ხალხის კომენტარები, რომლებიც მის სტილს უცნაურად მიიჩნევენ. ხალხის ნაწილს კი მოსწონს და აფასებს მის გადაწყვეტილებას, თანაც ახალგაზრდა ბიჭმა საკუთარი მისწრაფება შემოსავლის წყაროდაც აქცია. მას 370 ათასი ინსტაგრამ გამომწერი ჰყავს და ფანებს ახალი კოსტიუმებით ხშირად ანებივრებს, ტანსაცმლის ნაწილის შეკერვაში კი თვითონაც არის ჩართული.