ოსკარის ოთხგზის ნომინანტი ანეტ ბენინგი წარმატებული კინო კარიერის შემდეგ ტელევიზიაში გადაბარგდა და რაიან მერფის სერიალში Katrina: American Crime Story მიიღებს მონაწილეობას.

სერიალის ახალი სეზონი ქარიშხალ კატრინას შესახებ იქნება, რომელიც აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერტი ყველაზე დამანგრეველი სტიქია აღმოჩნდა. 2005 წლის ქარიშხლების სეზონზე კატრინა რიგით მეხუთე ქარიშხალი იყო, რომელსაც 1245 ადამიანი ემსხვერპლა, სტიქიისგან მიყენებული ზარალის საერთო ოდენობამ კი $108 მილიარდს გადააჭარბა.

ანეტ ბენინგი სერიალში ლუიზიანას შტატის გუბერნატორის კეტლინ ბლანკოს როლს შეასრულებს.

სერიალის პირველი სეზონი, რომელიც ამერიკელი სპორტსმენის, ო. ჯეი. სიმფსონის ცოლისა და ბოიფრენდის მკვლელობას ეხებოდა FX-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შოუ აღმოჩნდა. მეორე სეზონის შემდეგ კი, რომელიც ქარიშხალ კატრინას ეხება, უკვე არჩეულია მესამე სეზონის თემა და ის დონატელა ვერსაჩეს ძმის, ჯანი ვერსაჩეს მკვლელობას მიეძღვნება, სადაც დონატელას როლს ლედი გაგა შეასრულებს. რაც შეეხება მეოთხე სეზონს, რაიან მერფის გადაწყვეტილებით ის ამერიკის ისტორიაში ყველაზე სკანდალურ, მონიკა ლევინსკისა და ბილ კლინტონის რომანზე იქნება.