ავსტრალიურმა ჟურნალმა — New Idea გამოცემის ყდაზე მეგან მარკლის და პრინცი ჰარის ფოტო გამოაქვეყნა და ხალხს მათი დაშორების შესახებ ამცნო. ეს იქამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა, ვიდრე წყვილი გაახმაურებდა, რომ მეორე ბავშვს ელოდნენ. ჟურნალის ყდა იუწყებოდა, რომ "ყველაფერი დასრულდა!".

მეგან მარკლმა ბრიტანულ ტაბლოიდს სასამართლო დავა მოუგო

წყვილის სასიხარულო ამბავი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მეგანმა New York Times-თან განაცხადა, რომ წინა წელს მუცელი მოეშალა. ჰარიმ და მეგანმა სიახლე, ახალი ფოტოს საშუალებით, 14 თებერვალს გაასაჯაროვეს, რაც პრინცესა დაიანას ნაბიჯის გამეორებაა. 1984 წელს, დაიანამ ჰარიზე ორსულობის ამბავი ვალენტინობის დღეს გაავრცელა.

ბრიტანეთის დედოფალი ჰარისა და მეგანის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს

ჟურნალი განქორწინების გარდა იმასაც იუწყებოდა, რომ წყვილის სხვადასხვა გადაცდომებმა დედოფლის განრისხება გამოიწვია და სამეფო ოჯახი მათთვის ტიტულების ჩამორთმევას აპირებდა. ჰარი და მეგანი სამეფო ოჯახს 2020 წელს გამოეყვნენ და ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად, თუმცა ტიტულები შეუნარჩუნდათ. სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "ოჯახი ბედნიერია და წყვილს კარგად ყოფნას უსურვებს".

New Idea-მ ჰარისთან დაკავშირებული ჭორები ადრეც გაავრცელა. ჟურნალმა პრინცის ავღანეთში სამხედრო სამსახურის შესახებ დაწერა, რაც მედიასთან დადებული გაუმჟღავნებლობის შეთანხმების დარღვევა იყო. წინა ინციდენტზე ჟურნალმა ბოდიში მოიხადა, ბოლო შემთხვევაზე კი კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.