ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, თუ ისინი რომელიმე ძალას მხარს დაუჭერენ, მთავარი ოპოზიციური ძალა მთავარი აღარ იქნება.

"მოგიშვებთ ხელისუფლებაში? ჩვენს გარეშე რას გააკეთებთ? რომელიმეს ავტორიტეტი აქვს, თუ რა აქვთ? ხალხს უყვართ თუ რა? მე ხომ იცით, ციხეში დაჭერა არავიცი არ მინდა, მაგრამ ძალიან ცუდად რომ იქცევიან ხომ? პოლიტიკოსებს ბევრს ვიცნობ მსოფლიოშიც. ამათ პოლიტიკოსობისას ვერაფერს ვერ ვატყობ, თუნდაც ოპოზიციას. ხელახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, რა გგონიათ, რომ მარტო ამ ძალებს დავტოვებთ? ჩვენ დავუჭერთ რომელიმე ძალას მხარს ისეთს. კარგად გადახედეთ რამდენი ადამიანი დაგვიჭერს მხარს, თუ კონკრეტულ ძალაზე ჩამოვყალიბდით, ანუ მეორე ძალა, ახლა რომ არიან მთავარი ოპოზიცია, აღარ იქნება ის მთავარი ოპოზიცია. ჩვენ თუ დავუჭერთ[მხარს], დღეს მოქმედს არავის. ჩვენ, როცა საჭირო იქნება, საქართველოს ასე უფსკრულში, მე ადრეც ვთქვი, არ გადავაჩეხინებთ არავის", — განაცხადა მეუფემ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. მას აქამდეც არაერთხელ გაუკრიტიკებია, როგორც მთავრობა და ოპოზიცია, ისე მედია. რამდენიმე კვირის წინ მან პოლიტიკოსებს მოსალაპარაკებლად ეკლესიის სივრცე შესთავაზა. უფრო ადრე კი ეკლესიასთან დაკავშირებული კრიტიკული მასალების გამო ჟურნალისტებს დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ მედია ეკლესიის წინააღმდეგ იბრძვის.

გაიგეთ მეტი: