ჩვენ უკვე ვიცით, რომ Nvidia RTX 3060-ზე მუშაობს. დღეს კომპანიამ დაადასტურა, რომ RTX 3000 სერიის ყველაზე ხელმისაწვდომი ვიდეობარათი 25 თებერვლიდან გახდება ხელმისაწვდომი და მისი საწყისი ფასი 329 დოლარი იქნება.

ვიდეობარათბის გაყიდვა, ჩვენი დროით, 21:00 წუთზე დაიწყება. Nvidia-ს თქმით Founder's Edition ვერსიები RTX 3060-ის შემთხვევაში არ გამოვა.

ახალმა ვიდეობარათმა მოძველებული RTX2060, GTX 1660 და GTX 1060 უნდა ჩაანაცვლოს. RXT 3060 აღჭურვილია 12 გეგაბაიტი GDDR6 მეხსიერებით და ისევე როგორც მის დიდ ძმებს, მასაც ექნება DLSS მხარდაჭერა.

თუკი ახალი ვიდეობარათის შეძენა გსურთ, მაშინ დროს კარგად დააკვირდით. დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ მარაგი რამდენიმე წამში გაქრება და RTX 3060-ების შოვნაც პრობლემური გახდება, ისევე როგორც ეს RTX 3070, 3080, 3090-ის შემთხვევაშია.