გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ ოპოზიციის შეხვედრის ნაადრევად დატოვების მიზეზი ის იყო, რომ მათ კითხვები დასვეს, იქ მყოფები კი ნაცვლად იმისა, რომ კითხვებზე ეპასუხათ, გავიდნენ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს.

"რამდენიმე წუთში არა, მაგრამ ძალიან მალე დავტოვეთ. მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ რაღაც კითხვები დავსვით და ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. გავიდნენ გარეთ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს, ნაცვლად იმისა, რომ კითხვებზე ეპასუხათ. სინამდვილეში ჩვენ ახლა რასაც გავაკეთებთ, გავაკეთებთ იმას, რომ შევეცდებით დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება მელიასთან დაკავშირებული სიტუაცია და თუ ის განვითარდა ისეთი სცენარით, როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, რომ განვითარდება, ჩვენ მოგვიწევს, რომ ორივე მხარესთან მაქსიმალურად გავემიჯნოთ, როგორც პოზიციას, ისე ოპოზიციას", — განაცხადა მეგრელიშვილმა.

ამავე შეხვედრიდან გამოსულმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ იქ მყოფებმა ფაქტობრივად ერთხმად დაადასტურეს, რომ მიშას თამაშს თამაშობენ.