შსს ჯაფარიძის ბარის დალუქვაზე განმარტებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზურაბ ჯაფარიძის ბარი დალუქა და სამიანობა შეუჩერა. უწყება განმარტავს, რომ ბარმა ჯაფარიძის დაჯარიმების შემდეგ კვლავ განაგრძო მუშაობა და აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა, კერძოდ ფუნქციონირებდა, როგორც ღამის კლუბი და ბარი, სადაც მოქალაქეები 21:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ.
"დადგინდა, რომ აღნიშნული დაწესებულების დროებითი მფლობელი - ზ.ჯ. საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, შრომის პირობების ინსპექტირების სამსახურმა 14 თებერვალს 2 000 ლარით დააჯარიმა", — აცხადებენ უწყებაში.
შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც იზოლაციისა და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევას გულისხმობს.
14 თებერვალს ჯაფარიძის ბარში შრომის ინსპექცია ისევ მივიდა. მათ განაცხადეს, რომ დააფიქსირეს "არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის" განმეორება, რისი ამსახველი მასალებიც შსს-ს გაეგზავნება.
მოგვიანებით ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ, მოქალაქეებს შენობა დაატოვებინეს, შემდეგ ბარი დალუქეს და ორი ადამიანი გამოსაკითხად წაიყვანეს.
13 თებერვალს ზურაბ ჯაფარიძე ბარის გახსნისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს. განმეორების შემთხვევაში, მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ადგილზე შრომის ინსპექცია, მუნიციპალური ინსპექცია და პოლიცია იყვნენ მისულები.
გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ აღმაშენებლის გამზირზე ბარი გახსნა. მისი თქმით, ამ ფორმით ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ აპირებს ბარი სხვა დღეებშიც ამუშაოს და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიკეტება, თუ მას დააკავებენ.
მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი და არღვევს იმ რეგულაციებს, რომლებიც, მისი აზრით, არაკონსტიტუციურია და ადამიანებს წაართვა სიცოცხლის უფლება.
ამ ეტაპისთვის თბილისში ბარ-რესტორნების მუშაობა კვლავ აკრძალულია. რესტორნებისთვის ღია სივრცეში მუშაობა მხოლოდ 15 თებერვლიდან იქნება ნებადართული, შაბათ-კვირის და კომენდანტის საათის გამოკლებით.
მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვების ნაწილი იხსნება, სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არასაკმარისია და მკაცრი რეგულაციების ფარგლებში შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნებით თბილისში არაერთი აქცია ჩატარდა.
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები