დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

15 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 639, ხოლო გარდაიცვალა — 11 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 197 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 6 208, PCR-ით — 2 989.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1,79%, ბოლო 7 დღის 2,5%, ბოლო 14 დღის კი 3%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 265 722-ს, გამოჯანმრთელდა — 258 732, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 3 363 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 165 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 57 შემთხვევა;
  • აჭარა — 10;
  • იმერეთი — 31;
  • ქვემო ქართლი — 6;
  • შიდა ქართლი — 6;
  • გურია — 13;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 14;
  • კახეთი — 17;
  • მცხეთა-მთიანეთი — 2;
  • სამცხე-ჯავახეთი — 9;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 601, საიდანაც 1 932 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 425, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 ადამიანი.

232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 1 437 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამასთან, საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 238 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 11 724.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: