გვინეამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყანა ებოლას ეპიდემიას ებრძვის. ვირუსისგან, სულ მცირე, 3 ადამიანი უკვე გარდაიცვალა.

გარდაცვლილებმა და კიდევ ოთხმა ადამიანმა თავი შეუძლოდ ექთნის დაკრძალვაზე დასწრების შემდეგ იგრძნეს — სიმპტომები გამოიხატა ღებინებით, სისხლდენითა და დიარეით.

დასავლეთ აფრიკაში ებოლას ეპიდემიით 2013-2016 წლებში 11,000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

აღნიშნული პანდემიის საპასიხოდ, რომელმაც მეტწილად გვინეა, ლიბერია და სიერა ლიონეს ტერიტორიები მოიცვა, რამდენიმე ვაქცინაა გამოცდილი. აღნიშნული ვაქცინები წარმატებით გამოიყენებოდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში წარმოქმნილი პირველი ტალღის პერიოდში.