ჩვენმა საარჩევნო სტრატეგიამ მიგვიყვანა არასრულ 4%-იან შედეგამდე — ბაქრაძე
ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის თქმით, პარტია საარჩევნო სტრატეგიამ მიიყვანა არასასურველ შედეგამდე, მათ შორის, ღრმა პრობლემებამდე. ამის შესახებ მან მთავარ არხთან განაცხადა.
"ფაქტია, რომ ჩვენმა საარჩევნო სტრატეგიამ მიგვიყვანა არასრულ 4%-იან შედეგამდე, მიგვიყვანა ძალიან ღრმა პრობლემებამდე. [...] როცა მიდიხარ ცუდ შედეგამდე, ერთი გზა არის, რომ ეძებო დამნაშავეები და ეცადო, რომ სხვაზე გადატეხო, მეორე გზა არის, რომ როგორც ლიდერმა, აიღო პასუხისმგებლობა", — განაცხადა ბაქრაძემ.
მან, ასევე, ინტერვიუს დაწყებამდე განაცხადა, რომ მის თითოეულ ფრაზას რეფრენად გასდევს, რომ "არჩევნები გაყალბდა", ამიტომ ამას ყველგან არ გაიმეორებდა.
პარტიის ორმა ლიდერმა, თავმდჯომარე დავით ბაქრაძემ და გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ მომდევნო ყრილობაზე თანამდებობაზე კენჭს აღარ იყრიან. მათი თქმით, კარგი იქნებოდა, იგივე გადაწყვეტილება ბოკერიასაც მიეღო. ბოკერიას თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია.
ბაქრაძე და უგულავა აცხადებენ, რომ თუ პარტია "ბოკერიას პარტიად" გადაიქცევა, ისინი, შესაძლოა, პარტიიდანაც წავიდნენ.
ევროპულ საქართველოში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია On.ge-მ 9 თებერვალს გაავრცელა. პარტიაში არ ადასტურებდნენ, რომ შესაძლოა, დავით ბაქრაძემ ევროპული საქართველო დატოვოს. თუმცა, ისინი ადასტურებდნენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტიაში ცვლილებებზე დაიწყეს საუბარი.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები