არანაირი ფორმით ნაციონალურ მოძრაობაში მიბრუნებაზე საუბარი არ არის — ბაქრაძე
ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტიის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან არანაირი კავშირი არ აქვს და ნაციონალურ მოძრაობაში მიბრუნებაზე საუბარი არ არის.
"ჩვენს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამ გადაწყვეტილებაზე ფიქრი არჩევნების შემდეგ დავიწყეთ. უბრალოდ, არჩევნების შემდეგ, შეგახსენებთ, ნოემბერ-დეკემბერში იყო აქციების პირველი დიდი ტალღა, წყდებოდა ოპოზიციის ბოიკოტის ამბავი, გაფორმდებოდა თუ არა ბოიკოტი, იყო ელჩებთან მოლაპარაკება, ამ ფონზე რომ დაგვეწყო საუბარი, რომ აი, პარტიამ მე-7 შედეგი დადო თბილისში და მოდი, გავიწიოთ, იქნებოდა სრულიად არაადეკვატური და იქნებოდა ოპოზიციური ბრძოლიდან გაქცევა [...] არანაირი კავშირი და შეხება გიგის [უგულავას] წინა კვირის შეხვედრას მიხეილ სააკაშვილთან ამას არ ჰქონდა", — განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ნაციონალურ მოძრაობასთან პარტიულ დაკავშირებასა და აფილირებაზე საუბარი არ არის. ის გამორიცხავს პარტიაში მიბრუნებას.
"კონფიგურაცია, რასაც ის უწოდებს, არის საერთო ოპოზიციური ბრძოლა, რაც მე მანამდეც გითხარით. აბსოლუტურად მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ არანაირი ფორმით ნაციონალურ მოძრაობაში მიბრუნებაზე საუბარი არ არის. არანაირი ფორმით ნაციონალურ მოძრაობასთან პარტიულ დაკავშირებაზე და აფილირებაზე საუბარი არ არის, მითუმეტეს, არანაირი საუბარი არაა ნაციონალურ მოძრაობაში რამე ფორმით მიბრუნებაზე და განსხვავებები, რომლებზეც დღემდე ვსაუბრობდით, ისევ ძალაშია", — განაცხადა ბაქრაძემ.
დღეს მიხეილ სააკაშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ "მომავალ კონფიგურაციაში" დავით ბაქრაძისთვის და გიგი უგულავასთავისაც მოიძებნება ადგილი, თუმცა როგორც ბაქრაძე ამბობს, აღნიშნულ კონფიგურაციაში სააკაშვილმა ოპოზიციური ერთობა იგულისხმა.
პარტიის ორმა ლიდერმა, თავმდჯომარე დავით ბაქრაძემ და გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ მომდევნო ყრილობაზე თანამდებობაზე კენჭს აღარ იყრიან. მათი თქმით, კარგი იქნებოდა, იგივე გადაწყვეტილება ბოკერიასაც მიეღო. ბოკერიას თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია.
ბაქრაძე და უგულავა აცხადებენ, რომ თუ პარტია "ბოკერიას პარტიად" გადაიქცევა, ისინი, შესაძლოა, პარტიიდანაც წავიდნენ.
ევროპულ საქართველოში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია On.ge-მ 9 თებერვალს გაავრცელა. პარტიაში არ ადასტურებდნენ, რომ შესაძლოა, დავით ბაქრაძემ ევროპული საქართველო დატოვოს. თუმცა, ისინი ადასტურებდნენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტიაში ცვლილებებზე დაიწყეს საუბარი.
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
კომენტარები