ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ იაგო ხვიჩიამ 14 თებერვალს გაკეთებული განცხადებით მას უთხრა, რომ ნუ იბრძვის.

"ახლა შენ რაც დაწერე, ეს, უბრალოდ, უპატიებელია იმ ადამიანის მიმართ, ვინც... როგორც შემიძლია ვიბრძვი და შენ მეუბნები, რომ ნუ იბრძვიო. ამ განცხადებით შენ მე მითხარი ნუ იბრძვიო", — განაცხადა მელიამ მთავარი არხის ეთერში.

გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას ციხეში მოხვედრა ექსპრეზიდენტის და ამავე პარტიის დამაარსებლის, მიხეილ სააკაშვილის "თამაშია". მისივე თქმით, ამ "თამაშის" წარმატება ქოცების სიბრიყვეზე დგას".