ცაგერის, ლენტეხისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის, სტეფანეს განცხადებით, ჭყონდიდის ეპარქიის სკანდალურობა უნდა დასრულდეს.

"ჭყონდიდის ეპარქიის სკანდალურობა უნდა დასრულდეს. უნდა დაიწყოს ჩვეულებრივი ცხოვრება, რომელიც არის საჭირო: განათლება და სახელმწიფოებრიობა, რაც იყო ჭყონდიდის ეპარქიის მნიშვნელოვანი დატვირთვა, ეს უნდა დაუბრუნდეს და ეს სკანდალურობა, უაზრო მითქმა-მოთქმები და პოლიტიკური საუბრები იქ [...] მე, მაგალითად, არ ვაპირებ და ვისაც უნდა ილაპარაკოს. ალბათ ეკლესიიდან ამის სურვილი არავის არა გვაქვს და დასრულდება ალბათ ეს ყველაფერი. მე არავის წინააღმდეგ არ მივდივარ იქ, მე მივდივარ იმისათვის, რომ ეს, რაც არის მთავარი, უფალთან მივიდეთ ყველა და სკანდალები დამთავრდეს. სკანდალი არ არის ეკლესიის საქმე", — განაცხადა მეუფე სტეფანემ.

სინოდის გადაწყვეტილებით, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტი სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობას შეითავსებს.

როგორც განჩინების ტექსტში იყო აღნიშნული, ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ ჭყონდიდის ეპარქიიდან გათავისუფლება ითხოვა და ის წალკის ეპარქიის მმართველად დადგინდა.

ჯამში სინოდმა 12 საკითხი განიხილა.

ამავე თემაზე: