ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა ამერიკას ვალენტინობის დღე, 14 თებერვალი გულის ფორმის ბარათებით მიულოცა. გიგანტური ბარათები თეთრი სახლის ეზოშია გამოფენილი და მას აწერია სიტყვები "ერთიანობა", "სიყვარული", "ძალა", "სიკეთე", "სიმამაცე", "განკურნება" და ა.შ.

"იმედია ამ მესიჯებით თქვენს განწყობას ავამაღლებ", — თქვა მან. ფოტოების გადაღებისას ეზოში ყავის სმით გამოვიდა მისი ქმარიც, პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც და მოსახლეობას სიძლიერე უსურვა.

ფოტო: Evan Vucci / AP

"იმედი არსებობს, მთავარია ძალა არ დაკარგოთ. პანდემიამ სირთულეები მოგვიტანა, ადამიანებმა ოჯახის წევრები დაკარგეს. ისინი თქვენს გულებში არიან", — თქვა პრეზიდენტმა.

ფოტო: Evan Vucci / AP

მათთან ერთად იყო ცხოველთა თავშესაფრიდან აყვანილი ძაღლი, მეიჯორიც.

ფოტო: Evan Vucci / AP

ფოტო: Evan Vucci / AP

ჯილ ბაიდენის მისალოცი ბარათები ნამდვილად შთამაგონებელია, მაგრამ უფრო სახალისო და გულწრფელი მისალოცი ბარათები შეგიძლიათ On.ge-ზე ნახოთ.

ფოტო: Evan Vucci / AP