დღეს ყველა მხრიდან გვახსენდება, რომ ვალენტინობაა. ფეისბუქი და ინსტაგრამი თუ არ ჩამოსქროლე, კომპანიები მესიჯებით გაგახსენებენ, რომ სიყვარულის, შოკოლადების და ყვავილების დღეა. შეიძლება პარტნიორი არ გყავდეს, მაგრამ საკუთარი თავის სიყვარულის დღე მოიწყო და შოკოლადებიც არ მოიკლო.

გთავაზობთ იდეებს, როგორ უნდა გაატაროთ ვალენტინობის დღე მარტომ.

1. დაიწყე შენი ოთახის დალაგებით

ფოტო: muhammed sajid

ცხოვრების და აზრების დალაგება ბევრი ადამიანისთვის ოთახის დალაგებით იწყება. თან, დღის ბოლოს საკუთარ ოთახში რომ შეხვალ, ნამდვილად იამაყებ.

2. არ მოუწყო საკუთარ თავს ემოციური "საბოტაჟი"

ყველა დღე საკუთარ თავზე ზრუნვის დღე უნდა იყოს. რადგან ვალენტინობის დღეა, არ ნიშნავს, რომ ქრაშს უნდა მიწერო, ან ყოფილთან მიმოწერა უნდა ათვალიერო, ან ყოფილის ახლანდელის და ქრაშის სავარაუდო ახლანდელის კედელი უნდა ამოწმო. შენთვის სასარგებლოს ან საინტერესოს იქ ვერაფერს ნახავ.

3. ისეირნე

კვირაა, არ მუშაობ, კარგი ამინდია, რატომაც არა? სკვერში წასვლა და მობილურის ნაცვლად, გარემოზე დაკვირვებაც არაა ცუდი იდეა.

4. იზრუნე ცხოველებზე

ფოტო: Paarth Desai

გაასეირნე შენი ძაღლი, ან ქუჩაში 1 კატა მაინც გამოკვებე.

5. დაურეკე ბებიას ან ბაბუას

ფოტო: Pit Studio

ან ოჯახის წევრს, რომელსაც შენი ხმის გაგონება ძალიან გაუხარდება.

6. გადაავლე თვალი პოპულარული ილუსტრატორების შემოქმედებას

შეგიძლია მალიკა ფავრეს გაცნობით დაიწყო.

7. დალიე წყალი

ფოტო: Eloi Raharinosy / Dribbble

8. გადახედე ონლაინ კურსებს და ერთი მაინც აარჩიე

ფოტო: Ivan Mesaros / Dribbble

შეგიძლია ჰარვარდის უფასო კურსებით დაიწყო.

9. წაიკითხე სტატია

ფოტო: Emilie Muszczak / Dribbble

შეგიძლია On.ge-ის საკითხავის განყოფილებიდან შეარჩიო და ამ დღეს სამყაროზე ერთით მეტი ამბავი გაიგო.

10. ითამაშე ინსტაგრამის ფილტრით

"მონიშნე მუსიკა" და შენს გამომწერებს საყვარელი სიმღერები გაუზიარე.

11. მიწერე წერილი მომავალ მეს

ფოტო: Septiana Budyastuti / Dribbble

თუნდაც მოუყევი, როგორი დღე გქონდა და ისიც უთხარი, რას ელი მისგან 2022 წელს. ამის გაკეთება momavali.me-ზე ონლაინაც შეგიძლია.

12. გაიგე მეტი მედიტაციაზე / იოგაზე

13. მოუსმინე კლასიკურ მუსიკას

14. მოიკითხე მეგობარი, რომელსაც რთული პერიოდი აქვს

იმიტო რომ სჭირდები და კიდევ იმიტომ, რომ, როცა სხვებზე ვზრუნავთ, მაგ დროს ჩვენს თავებზეც ვზრუნავთ.

15. იყიდე ყვავილი

ფოტო: Arielle Li

მაგალითად, სუკულენტი და მასზე ზრუნვის წესებსაც გაეცანი.

ბონუსი: სახლში ასვლისას შოკოლადები და ერთჯერადი ცხვირსახოცი გაიყოლე, შეიძლება დღის ბოლოს რომანტიკულ კომედიას უყურო და გულიანად იტირო.

ფოტო: Alexander Dolnikov