ბრტყელი დედამიწის შეთქმულების თეორიამ ბოლო დროს პოპულარობა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ 'თეორიას" ძირითადად უბრალოდ დასცინიან, ზოგს მართლა სჯერა, რომ დედამიწა ბრტყელია.

სწორედ ამიტომ ერთი ადამიანი, მარკ გაულდი ცდილობს, რომ GoFundme-ის კამპანიით საკმარისი ფული შეაგროვოს, რათა ბრტყელი დედამიწის შეთქმულების თეორიის რომელიმე გამოჩენილი მიმდევარი დედამიწის ორბიტაზე გაუშვას.

გაულდმა განაცხადა, რომ ინიციატივის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ის Space X-ს და Virgin Galactic-ს დაუკავშირდა. გაულდი შეშფოთებულია, რომ შეთქმულების თეორიის მხარდამჭერები ასტრონავტებს მოსყიდულ მსახიობებს ეძახიან და თანამედროვე სამეცნიერო პროგრესს უარყოფენ.

ირონიულია, მაგრამ ბრტყელი დედამიწის შეთქმულების თეორიის მიმდევრებს დედამიწის კოსმოსიდან დანახვა ხშირად უნდათ. არც ისე დიდი ხნის წინ ერთ-ერთმა ასეთმა ადამიანმა, მაიკ ჰიუსმა დედამიწის ორბიტაზე ხელნაკეთი რაკეტით გაფრენა გადაწყვიტა. მისი მცდელობა ტრაგიკულად დამთავრდა და ჰიუსი მოკვდა.

გაულდის მიზანი 345,465$-ის შეგროვებაა. ამ დროისთვის, მის GoFundme კამპანიაში 300$-მდეა ჩარიცხული.