საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემების შეჩერებით საზოგადოება ინფორმაციის გარეშე რჩება საზოგადოებრივი მაუწყებლისგან. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

"როდესაც საუბარია რაღაც "კარმუშკებსა" და ფულის არასწორად ხარჯვაზე, მას [ვასილ მაღლაფერიძეს] გვერდით ესხდნენ ძველი მენეჯმენტის წარმომდგენელები [თიკო ბერძენიშვილი, გიორგი გვიმრაძე], რომელებსაც პირდაპირ ბრალდებას უყენებდა ფულის არასწორად ხარჯვაში. თუმცა, ამაზე პასუხი არავის გაუცია. თუ არასწორად იხარჯებოდა ფული, გამოდის, რომ საზოგადოებამ 11 თვის განმავლობაში მხოლოდ ტექნიკა უნდა დავაფინანსოთ და არავის პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს," - აღნიშნა ძველიშვილმა.

ძველიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებსაც შეეხო. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია: ჰქონდეს საინფორმაციო, საზოგადოებრივ პოლიტიკური პროგრამა და არჩევნების პერიოდში დებატები. გარდა ამისა, ასახავდეს საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესებს. ძველიშვილის თქმით, ეთერში მხოლოდ მოამბის გაშვება, საკმარისი არ არიs

საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოირჩევა სხვა კერძო ტელევიზიებისგან. მას უფრო მაღალი სტანდარტი აქვს. თუ 11 თვის განმავლობაში გაჩერდება არხი ვერ შეასრულებს ვალდებულებს. ჩვენ ვსაუბრობთ კანონის არსზე, რისთვისაც საჭიროა საზოგადოებრივი მაუწყებელი და არა ფორმალურ შესრულებაზე,“ - აღნიშნა ძველიშვილმა, რომლის თქმითაც მაუწყებლის გენერალური დირექტორი მაუყრებელს ამ გადაწყვეტილებით სთავაზობს სხვა არხზე გადართვას და 11 თვის შემდეგ დაბრუნებას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ დღეს საკუთარი ხედვა წარადგინა, რომლის მიხედვითაც 11 თვის განმავლობაში მაუწყებელზე 101 გადაცემის დახურვაა გათვალისწინებული.