ასეთი ფსევდო ეკლესიის მღვდელმსახურება მიმაჩნია ქრისტეს გაყიდვად — დეკანოზი ჭიღლაძე
დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რომლის განცხადებებიც სინოდის სხდომაზე განიხილეს, რომ ასეთი "ფსევდო ეკლესიის მღვდელმსახურება" ქრისტეს გაყიდვას და სატანის მსახურებად მიაჩნია.
"დანარჩენს უფრო დეტალურად თანდათან მოგახსენებთ და განვაცხადებ!" — წერს ჭიღლაძე ფეისბუქზე.
11 თებერვლის სინოდის სხდომის განჩინებიდან ვკითხულობთ, რომ საპატრიარქომ დეკანოზის კრიტიკას "უკიდურესად შეურაცხმყოფელსა და ცილისმწამებლურს" აფასებს. როგორც განჩინებაში ვკითხულობთ, აღნიშნულ საკითხს შემდგომი რეაგირებისთვის სინოდალური კომისია შეისწავლის და მთავარეპისკოპოს ზენონის პოზიციას მოისმენს.
"საქართველოს ეკლესიის სინოდი, ფორმირებული საბჭოთა კგბ-ს მიერ (იხ. ედ. შევარდნაძის სატელევიზიო აღიარება) აგრძელებს ერის ზომბირებას, საეკლესიო ძალაუფლების უზურპაციას და რუსული იმპერიალისტური იდეოლოგიის ღრმად ჩანერგვას ქართველ ხალხში", — წერს დეკანოზი ჭიღლაძე ფეისბუქზე.
როგორც სასულიერო პირი ამბობს, იმის ნაცვლად, რომ რუსეთის პატრიარქის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკლესიის მშენებლობა და ანტივაქსერული ქადაგებები განიხილოს, სინოდის მის განცხადებებზე ამახვილებს ყურადღებას:
"უნდა ვთქვა, რომ იმაზე დიდი შეურაცხყოფა ქრისტესი და მისი ეკლესიის, რასაც ჩვენი წითელი საპატრიარქო და მისი ფსევდო სინოდი კადრულობს, ძნელი წარმოსადგენია. ჩვენ დიდი ხანია აღარ გვყავს ჭეშმარიტი პატრიარქი და სინოდი, მის ნაცვლად არის ძალაუფლების და სიცრუის კერპი, რომელმაც დაიმონა მთელი საქართველო და დააზომბირა ქართველი ერის დიდი უმრავლესობა! ასეთი ფსევდო ეკლესიის მღვდელმსახურება მიმაჩნია ქრისტეს გაყიდვად და სატანის მსახურებად!"
დეკანოზი ილია ჭიღლაძეს, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოს მღვდელმსახურია, საპატრიარქოს მიმართ კრიტიკა არაერთხელ გამოუხატავს. იგი არ ეთანხმება, საპატრიარქოს განცხადებებს პანდემიისას ტაძრებში სიარულთან დაკავშირებით და ანტისახელმწიფოებრივს უწოდებდა. ამასთან, დეკანოზმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესიაში რუსული გავლენები ძლიერია.
სინოდის სხდომა 11 თებერვალს ჩატარდა. სხდომის განჩინება კი დღე-ნახევრის შემდეგ გამოაქვეყნეს. სხდომაზე 12 საკითხი განიხილეს, მათ შორის დავით გარეჯის, ვაქცინაციის, ბიბლიური თავისუფლებისა და მეუფე პეტრე ცაავას საკითხები.
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაარა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი არა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი
-
გადახედვა3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია 3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია
-
გადახედვაპრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს
-
-
გადახედვაგოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა გოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა
-
-
გადახედვადეპუტატების სია — ვინ მიიღო საქართველოში რუსული კანონი პირველი მოსმენით დეპუტატების სია — ვინ მიიღო საქართველოში რუსული კანონი პირველი მოსმენით
-
გადახედვარუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
კომენტარები