ქუთაისში, მერიის მიდებარე ტერიტორიაზე აქტივისტებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, დაკავებულია 6 ადამიანი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევისთვის, რაც სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობას გულიხმობს.

"დაუყოვნებლივ და უპირობოდ ვითხოვთ მათ გათავისუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევში პროტესტი გაგრძელდება მთელი ღამის განმავლობაში", — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ TV პირველთან საუბარში.

აქტივისტები მერიის შენობაში შესვლას და ქალაქის მერთან და იმერეთის გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს.