უგულავა: მომდევნო ყრილობის შემდეგ მე აღარ ვიქნები პარტიის გენერალური მდივანი
"დავით ბაქრაძის მსგავსად, არც მე ვაპირებ მომავალ ყრილობაზე ვიყარო კენჭი პარტიის გენერალურ მდივნად. მე აღარ ვიქნები პარტიის გენერალური მდივანი", — განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ. მისი თქმით, ეს არის სწორი და დროული გადაწყვეტილება.
"არ არსებობენ პარტიის ლიდერები უპირობოდ და უვადოდ. თავის დროზე ჩვენ ამას ვუთხარით სწორედ უარი და მე ამ პრინციპის ერთგული ვრჩები. მიუხედავად დრამატული გაყალბებებისა პარტიის შედეგი ბოლო არჩევნებზე, პირდაპირ ვთქვათ, იყო ძალიან ცუდი. შესაბამისად, მე ჩემს პასუხისმგებლობას ვიღებ და ვუთმობ გზას ადამიანებს, რომლებიც ჩემის არით, ჩემის რწმენით და იმედით ამას გააკეთებდნენ უკეთესად, ვიდრე მე გავაკეთე", — განაცხადა მან ბრიფინგზე.
მანვე აღნიშნა, რომ აპირებს პოლიტიკაში აქტიურად დარჩენას, მაგრამ პარტიული თანამდებობა არ ექნება.
"გარდა პარტიული ვალდებულებებისა, მე მაქვს ძალიან ბევრი ინტერპარტიული ვალდებულება. მე ჩემს თავს ვთვლი და ვხედავ სწორედ საერთო ოპოზიციური პლატფორმის და ამ ყველაფრის კოორდინაციის წვლილის შეტანაში, თუნდაც წყლის დასხმაში, მის კულტივაციაში, საერთო ოპოზიციის გეგმის შემუშავებაში და მათ შორის დაპირისპირების შემთხვევაში, რამენაირად მაგიდის მომრგვალების", — განაცხადა მან.
უგუალვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტიის განახლებისთვის საჭირო იყო სამივე ლიდერი, მისი, დავით ბაქრაძისა და გიგა ბოკერიას "გვერდზე გაწევა". მისი თქმით, ფუნდამენტურად არასწორად მიაჩნია ის გადაწყვეტილება, რომ ბოკერია თანამდებობას არ ტოვებს, რადგან "ყველა თანასწორია და ვიღაცა უფრო თანასწორი ვერ იქნება"
"მე ვთვლი, რომ პარტიას სჭირდება განახლება. განახლებისთვის მინიმუმ აუცილებელი პირობაა, სამივე ჩვენთაგანის პარტიის მართვისგან გვერდზე გაწევა. ეს მიმაჩნია მე პირველ, ფუნდამენტურ, აუცილებელ, შეიძლება არასაკმარის, მაგრამ აუცილებელ წინაპირობად იმისთვის, რომ პარტია განახლდეს, ახალი შენაკადები შეიძინოს, შევიდეს სხვადასხვა კოალიციურ ურთიერთობებში. აქვე ვიტყვი, რომ ჩემი პერსონალური გადაწყვეტილება ნაკარნახევია იმით, რომ მე არანაირი ამბიცია და პრეტენზია არ მაქვს პოსტბიძინურ ეპოქაში რაიმე თანამდებობაზე. ჩემი ბრძოლა არის, მხოლოდ და ხმოლოდ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. [..]
პარტიას რაც შეეხება, თუ არ მოხდება სრული განახლება, მინიმალური წინაპირობა გითხარით, რომ სამი ადამიანი გვერდზე უნდა გაიწიოს, მაშინ მე ვერ ვხედავ განახლების შანსს. მე ამას გულისტკივილით ვამბობ, იმიტომ, რომ განსხვავებული პოზიციები არის სწორედ აქ", — განაცხადა მან.
უგულავას თქმით, ფიქრობს, რომ პარტიის განახლებისთვის საჭიროა მინიმუმ სამივე ლიდერის გადადგომა. იგივე თქვა პარტიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემაც, რომელმაც განაცხადა, რომ მომდევნო ყრილობაზე თავმჯდომარის კანდიდატურას არ წამოაყენებს. მესამე ლიდერს, გიგა ბოკერიას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
ევროპულ საქართველოში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია On.ge-მ 9 თებერვალს გაავრცელა. პარტიაში არ ადასტურებდნენ, რომ შესაძლოა, დავით ბაქრაძემ ევროპული საქართველო დატოვოს. თუმცა, ისინი ადასტურებდნენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტიაში ცვლილებებზე დაიწყეს საუბარი.
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
კომენტარები