ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ მიტროპოლიტი პეტრე მას ვერსად ვერ დაემალება და გაკეთებული განცხადებების გამო პასუხს მოსთხოვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საპატრიარქოს დატოვებისას განუცხადა.

"მეუფე პეტრეზე ერთ რამეს გეტყვით, რა, გუშინ საბოლოოდ მაგან თავის თავს გამოუტანა განაჩენი, იქნება განკვეთილი და უკვე მღვდელმთავრის ხარისხი რომ აღარ ექნება, დანარჩენ იმაზე, როგორც პასუხს აგებენ ხოლმე ცილისწამებებზე, პირადად მე ვერსად ვერ დამემალება და ვინც კიდევ მაგის ხელშემწყობია.

გუშინ რაც გააკეთა, მარტო მაგია განკვეთისთვის... მეუფე ვახტანგსაც, ყველასაც... ეჭვი მიჩნდება, რა, ადამიანი, რომ სულ სხვებზე ლაპარაკობს, მაგ საქმესთან... შეიძლება ჩაეძიოთ და რაღაცები გაიგოთ მაგაზეც. გამყიდველი კაცია პირდაპირ გეტყვით... [რა გაყიდა?] სინდისი", — უთხრა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მეუფე პეტრე ცაავა მას ვერსად ვერ დაემალება და ვერავინ ვერ დაიცავს, ვერც "უცხოეთი, ვერც მთავრობიდან და ვერც ოპოზიციიდან".

11 თებერვალს სინოდის სხდომა გაიმართა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, განსახილველ თემებს შორის იყო დავით გარეჯის და ვაქცინაციის საკითხი.

ჯერჯერობით უცნობია იმსჯელეს თუ არა სინოდზე ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტზე, რომელსაც ერთი წლის წინ სინოდმა მღვდელმსახურება შეუჩერა.

სინოდის სხდომის განჩინება ჯერჯერობით არ გავრცეებულა. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, საკითხების სიმრავლის გამო განჩინების მომზადება ვერ მოესწრო. თუმცა მღვდელმთავრების განცხადებებიდან განხილული საკითხების ნაწილი ცნობილი ხდება.

გაიგეთ მეტი: