ევროპული საქართველოს წევრი, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა არის, თუმცა არა პიროვნული დაპირისპირება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საკმაოდ სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობს და ბევრი გადაწყვეტილებაა მისაღები.

"მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ვინმე დატოვებს პარტიას, მაგრამ ის რომ ლიდერებისა და ხელმძღვანელი ფუნქციების ცვლილებები შეიძლება იყოს, ამაზე ჩვენ ვმსჯელობთ. აზრთა დაპირისპირება არის, მაგრამ პიროვნული დაპირისპირებები ისეთი, ხელშესახები, ალბათ, არა", — განაცხადა წერეთელმა.

ევროპული საქართველოს ოფისში პარტიის წევრები და ლიდერები იკრიბებიან. როგორც ცნობილია პარტიაში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება, თუმცა რა სახის, ჯერ უცნობია.

ევროპულ საქართველოში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია On.ge-მ 9 თებერვალს მოიპოვა. გავრცელებული ინფორმაცია, რომ პარტია შესაძლოა დავით ბაქრაძემ დატოვოს, არც თავად მას დ არც პარტიის სხვა ლიდერებს არ დაუდასტურებიათ. თუმცა, ისინი ადასტურებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტიაში ცვლილებებზე დაიწყეს საუბარი.

გაიგეთ მეტი: