თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მყოფი ჟურნალისტები, რომლებიც მისთვის კითხვების დასმას ცდილობდნენ, დისკრიმინაციული ტერმინით მოიხსენია.

"გიჟები არიან", — თქვა ღარიბაშვილმა, როცა ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე შედიოდა.

დღეს, 12 თებერვალს თავდაცვის მინისტრი პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომაზე მივიდა. დახურული შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტების კითხვებისთვის პასუხის გაცემა მინისტრმა არ ისურვა.

ირაკლი ღარიბაშვილი ნდობის ჯგუფს მოხსენებას წარუდგენს, რომელიც 2020 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ იქნება.