ჩინეთმა BBC World News-ს ქვეყანაში მაუწყებლობა აუკრძალა. გადაწყვეტილება მარეგულირებელმა ორგანომ ხუთშაბათს მიიღო. მანამდე, ჩინეთის ხელისუფლება BBC-ს კორონავირუსისა და ეთნიკური უმცირესობის, უიღურების გაშუქების გამო აკრტიკებდა.

გადაწყვეტილება მოჰყვა დიდი ბრიტანეთის მარეგულირებლის განცხადებას, რომ ჩინეთის სახელმწიფო ტელეკომპანია China Global Television Network-ს ლიცენზიას უჩერებს. ბრინატულმა მარეგულირებელმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აღმოჩნდა, რომ CGTN-ს ლიცენზია Star China Media Ltd-ს ეკუთვნოდა.

ჩინეთის მარეგულირებლის განცხადებით, BBC World News არღვევს მაუწყებლობის წესებს, მათ შორის მოთხოვნებს, რომ "ახალი ამბები იყოს მართალი და მიუკერძოებელი, ასევე, არ აზიანებდეს ჩინელი ხალხის ინტერესებს".

BBC-ში ჩინეთის გადაწყვეტილებას იმედის გამაცრუებელი უწოდეს. BBC World News მთელ მსოფლიოში ინგლისურ ენაზე მაუწყებლობს. ჩინეთში ის გარკვეულწილად შეზღუდული იყო და მხოლოდ საერთაშორისო სასტუმროებსა და გარკვეულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში იყო დაშვებული, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მას ვერ უყურებდა.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დომინიკ რააბი აცხადებს, რომ ჩინეთის გადაწყვეტილება დამოუკიდებელი მედიის დაუშვებელი შეზღუდვაა.